დღეს ჯგუფებში იმუშავეს ჩემმა პატარა მოსწავლეებმა. გააცნობიერეს რომ ჯგუფის წარმატება თითოეული წევრის წარმატებაზე იყო დამოკიდებული, დაეხმარნენ ერთმანეთს, გაუზიარეს იდეები საიდანაც საუკეთესო აირჩიეს, შეაჯამეს შესრულებული სამუშაო და აღარ უნდოდათ დასვენება ისე გახალისდნენ. არადა თითქოს სულ ახლახანს იყო სკოლის კარი პირველად რომ შემოაღეს, უკვე რამდენი რამ ისწავლეს. მეამაყებით ჩემო ნიჭიერებო და ძვირფასებო <3 <3
Комментариев нет:
Отправить комментарий