воскресенье, 4 марта 2018 г.

პოზიტიური გარემოს შექმნა სკოლაში



სამუშაო შეხვედრა რეფლექსია
     2017-18 სასწავლო წლის დასაწყისში ძეგვის საჯარო სკოლაში ბატონმა დავით ნავდარაშვილმა დაგეგმა და განახორციელა სამუშაო შეხვედრები თემაზე:„პოზიტიური გარემოს შექმნა სკოლაში“.მოგეხსენებათ საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო სასწავლო კლიმატის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა  სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.კლასის მართვის დემოკრატიული სტილი ყველაზე ეფექტურია ჯანსაღი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად მივიღეთ ბატონი დავითისგან მითითებები და რეკომენდაციები და  მოსწავლეებთან დემოკრატიული მართვის სტილის გამოყენებით ჩავატარეთ  სამუშაო :მოსწავლეებს ვაჩვენეთ ვიდეო მასალა ასევე ვისაუბრეთ .მათ გამართეს დისკუსია და დისკუსიის მეთოდით შეარჩიეს მათთვის მისაღები წესები  მათ ითანამშრომლეს ერთმანეთთან და მასწავლებელთან, მართალია ჯერ წერა- კითხვა არ იცოდნენ მაგრამ  მოხატეს ფორმატი სადაც წესები იყო ჩამოწერილი და გახდნენ უშუალო მონაწილენი ამ საქმიანობისა.ამ სამუშაომ უფრო მეტად კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოაყალიბა მოსწვლეთა შორის, რაც მნიშვნელოვნად არის განმსახღვრელი  წარმატებულ ი სასწავლო პროცესა.
  ამის შემდეგ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ კოლეგებს კერძოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს  და ვიმსჯელეთ იმის შესახებ თუ როგორ  და რა სახით იქნებოდა უკეთ შესაძლებელი სკოლაში  ქცევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.
ეს შეხვედრები დამეხმარა ურთიერთ თანამშრომლობის გზით გაგვეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება , რაც საბოლოოდ მოსწავლეთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს  შექმნას და წარმატებულს სასწავლოვლო პროცესს განსაღვრავს

















Комментариев нет:

Отправить комментарий