среда, 4 апреля 2018 г.

         დღეს ჯგუფებში იმუშავეს ჩემმა პატარა მოსწავლეებმა. გააცნობიერეს რომ ჯგუფის წარმატება თითოეული წევრის წარმატებაზე იყო დამოკიდებული, დაეხმარნენ ერთმანეთს, გაუზიარეს იდეები საიდანაც საუკეთესო აირჩიეს, შეაჯამეს შესრულებული სამუშაო და აღარ უნდოდათ დასვენება ისე გახალისდნენ. არადა თითქოს სულ ახლახანს იყო სკოლის კარი პირველად რომ შემოაღეს, უკვე რამდენი რამ ისწავლეს. მეამაყებით ჩემო ნიჭიერებო და ძვირფასებო <3 <3
















воскресенье, 4 марта 2018 г.

პოზიტიური გარემოს შექმნა სკოლაში



სამუშაო შეხვედრა რეფლექსია
     2017-18 სასწავლო წლის დასაწყისში ძეგვის საჯარო სკოლაში ბატონმა დავით ნავდარაშვილმა დაგეგმა და განახორციელა სამუშაო შეხვედრები თემაზე:„პოზიტიური გარემოს შექმნა სკოლაში“.მოგეხსენებათ საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო სასწავლო კლიმატის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა  სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.კლასის მართვის დემოკრატიული სტილი ყველაზე ეფექტურია ჯანსაღი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად მივიღეთ ბატონი დავითისგან მითითებები და რეკომენდაციები და  მოსწავლეებთან დემოკრატიული მართვის სტილის გამოყენებით ჩავატარეთ  სამუშაო :მოსწავლეებს ვაჩვენეთ ვიდეო მასალა ასევე ვისაუბრეთ .მათ გამართეს დისკუსია და დისკუსიის მეთოდით შეარჩიეს მათთვის მისაღები წესები  მათ ითანამშრომლეს ერთმანეთთან და მასწავლებელთან, მართალია ჯერ წერა- კითხვა არ იცოდნენ მაგრამ  მოხატეს ფორმატი სადაც წესები იყო ჩამოწერილი და გახდნენ უშუალო მონაწილენი ამ საქმიანობისა.ამ სამუშაომ უფრო მეტად კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოაყალიბა მოსწვლეთა შორის, რაც მნიშვნელოვნად არის განმსახღვრელი  წარმატებულ ი სასწავლო პროცესა.
  ამის შემდეგ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ კოლეგებს კერძოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს  და ვიმსჯელეთ იმის შესახებ თუ როგორ  და რა სახით იქნებოდა უკეთ შესაძლებელი სკოლაში  ქცევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.
ეს შეხვედრები დამეხმარა ურთიერთ თანამშრომლობის გზით გაგვეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება , რაც საბოლოოდ მოსწავლეთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს  შექმნას და წარმატებულს სასწავლოვლო პროცესს განსაღვრავს

















თავისუფალი გაკვეთილები


რეფლექსია პროექტის შესახებ ,,თავისუფალი გაკვეთილები’’
2017 სასწავლო წლის 5 ოქტომბრიდან 7 დეკემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელ ძეგვის საჯარო სკოლაში Vll – Vlll კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ მაშტაბურ პროექტში თავისუფალი გაკვეთილები კულტურა/ხელოვნების მიმართულებით. ამ პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა   არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას და განათლების ხარისხის ამაღლებას. მოსწავლეებს მიეცათ  შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალება.
მე ამ პროექტმა მომცა ჩემი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.მოსწავლეებს შევასწავლე მატყლის დამუშავებით თექის ნამუშევრების შექმნა და გობელენის ქსოვა.მათ  შექმნეს  სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
პირველ ეტაპზე მატყლის დამუშავება მოხდა ცხელი წყლის გამოყენებით, მოითელა მატყლი და დამზადდა თექის ფურცლები.
მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა თექის სპეციალური ნემსის გამოყენებით მოხატეს თექის ფურცლები ფერადი მატყლით და შექმნეს სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის სურათები.ასევე დაამზადეს თექის სათამაშოები საახალწლო ნაძვის ხის მოსართავად. პარალელურად მოსწავლეები მუშაობდნენ გობელენზე, ჯერ გობელენის ჩარჩოზე გააბეს ქსელის ძაფი და გაამზადეს ჩარჩო მოსაქსოვად შემდეგ კი ფერადი ძაფებით მოქსოვეს ნატურმორტი.
მესამე ეტაპზე მოსწავლეებმა გამოფენის სახით მოაწყვეს პრეზენტაცია.
მოსწავლეებს განუვითარდათ პრაქტიკული, შემოქმედებითი, კვლევა ძიების და  ჯგუფური მუშაობის უნარები.მათთვის საინტერესო და სახლისო იყო მუშაობის პროცესი,  შედეგი კი იყო სასიამოვნო და ნაყოფიერი.მოსწავლეები ინტერნეტში ასევე  სახელმძღვანელოებში მოიძიებდნენ სხვადასხვა სურათებს, ნახატებს, ასევე ცდილობდნენ მოეშეველიებინათ საკუთარი ფანტაზია და ქმნიდნენ ნამუშევრებს ხან სრულიად ახალს და განსხვავებულს საკუთარი ფანტაზიით, ხან კი თავიანთი ინტერპრეტაციით სხვადასხვა თემის და ნახატის ვარიაციას.
პროექტში მონაწილეებს მოგვეცა საშუალება გაგველამაზები ჩვენი სკოლის ინტერიერი, რაც ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს და დადებით განწყობას უქმნის  სკოლაში მყოფ ნებისმიერ პირს.მოსწავლეები არიან კმაყოფილნი თავიანთი მიღებული ცოდნით და უნარებით და გამოთქვავენ სურვილს რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას სახლში და ნასწავლ ცოდნას და უნარებს გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.


თავისუფალი გაკვეთილების განრიგი

თარიღი:
აქტივობა:
აქტივობის აღწერა
ნამუშევრის სახელწოდება
1
05.10.2017
სველი მოთელვა
დიდი ზომის პარკზე გაიფინა ქსოვილი, ზემოდან დალაგდა თეთრი მატყლი და მოესხა ცხელი წყალი,შემდეგ ჯოხზე გადახვეული მოითელა და დამზადდა თექის ფურცლები მოსახატად
თექის ფურცლები
2
12.10.2017
სველი მოთელვა
დიდი ზომის პარკზე გაიფინა ქსოვილი, ზემოდან დალაგდა თეთრი მატყლი და მოესხა ცხელი წყალი,შემდეგ ჯოხზე გადახვეული მოითელა და დამზადდა თექის ფურცლები მოსახატად
თექის ფურცლები
3
19.10.2017
სველი მოთელვა
თექის სპეციალური ნემსის და ფერადი მატყლით იხატება თექის ფურცლები
ვაშლის ხე.
ყვავილები.

4
26.10.2017.
გობელენზე ქსოვა
გობელენის ჩარჩოზე ქსელის ძაფის დამაგრებით დამზადდა ჩარჩო მოსაქსოვად და შემდეგ მასზე მოიქსოვა ფიგურები ფერადი ძაფების გამოყენებით.
გადასაკეცი კიდეები და გამოსახულებებინატურმორტისთვის.
5
02.11.2017
მშრალი მოთელვა.
გობელენზე ქსოვა.
თექის სპეციალური ნემსის და ფერადი მატყლით იხატება თექის ფურცლები;
გამზადებულ ჩარჩოზე ფერადი ძაფებით იქსოვება გამოსახულებები.

საქანელა
აბსტრაქცია.
ყვავილები.

6
09.11.2017
მშრალი მოთელვა.
გობელენი.
თექის სპეციალური ნემსის და ფერადი მატყლით იხატება თექის ფურცლები;
გამზადებულ ჩარჩოზე ფერადი ძაფებით იქსოვება გამოსახულებები.

ფარშევანგი ხის ტოტზე.
ყვავილები.

7
16.11.2017
მშრალი მოთელვა,
გობელენი.
თექის სპეციალური ნემსის და ფერადი მატყლით იხატება თექის ფურცლები;
გამზადებულ ჩარჩოზე ფერადი ძაფებით იქსოვება გამოსახულებები.


გოგონა ბუშტებით.

ფარშევანგი.

8
24.11.2017
მშრალი მოთელვა
თექის სპეციალური ნემსის და ფერადი მატყლით იხატება თექის ფურცლები
ორნამენტული აბსტრაქცია.
დუმფარები.

9
02.12.2017
სველი მოთელვა
სველი მოთელვით ანუ წყლის და სარეცხის საპნის გამოყენებით დამზადდა ბურთულები მოსახატად
ნაძვის ხის სათამაშოები.
10
07.12.2017
მშრალი მოთელვა
თექის სპეციალური ნემსის გამოყენებით და ფერადი მატყლით მოიხატა სველი მოთელვის ტექნიკით დამზადებული ბურთულები და დამზადდა ნაძვის ხის სათამაშოები
ნაძვის ხის სათამაშოები.